top of page
Writer's pictureMariam Zaridze

წითელყურძნიანი ღვინის ჯიშები

ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩნდა ყურძნის წიპწები, რომლებიც ძველი კალენდრით VII-VI ათასწლეულებს განეკუთვნება და ენეოლითის ხანას თარიღდება. ანაკლიის დიხა-გუძუბაში აღმოჩენილი წიპწები თარიღდება ძვ. ჩვეულებრივი ადამიანების ეკონომიკური ცხოვრება. დღეს ჩვენ დავიწყებთ ყველაზე პოპულარული და მსოფლიოში ფავორიტით,


#1 საფერავი -

საფერავი - ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. იგი პირველად მოხსენიებულია ვახტანგ VI-ის “დასტურლამალში”. დღესდღეობით, ვენახის ფართობის მიხედვით საფერავი ყველაზე ფართოდ გავრცელებული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია საქართველოში (ძირითადად, კახეთის რაიონებში). საქართველოს გარეთ გვხდება სომხეთში, აზერბაიჯანში, ყირიმში, უზბეკეთსა და სხვა ქვეყნებში. მაღალხარისხიანი საღვინე ჯიშია, ძვირფას მასალას იძლევა თითქმის ყველა ტიპის ღვინისათვის, მაგრამ განსაკუთრებულ მაღალ თვისებებს მხოლოდ ცალკეულ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში ამჟღავნებს.


საფერავის სუფრის ღვინო ინტენსიური მუქი შეფერვით, ალკოჰოლისა და სიმჟავის ზომიერი შემცველობით, სხეულით, სიხალისით, მდიდარი ბუკეტით, დაძველების დიდი პოტენციალითა და მაღალი გემური მაჩვენებლებით ხასიათდება. კახეთში ყურძენი სექტემბრის მეორე ნახევარში მწიფდება, ხოლო რთველი ოქტომბრის პირველ ნახევრამდე გრძელდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-26,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 7,5-8,5გ/ლ-ს. საფერავისგან მზადდება შემდეგი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები: „ახაშენი“, „კოტეხი“, „ყვარელი“, „მუკუზანი“, „ქინძმარაული“.


#2 თაკვერი თავკვერი - თავკვერი ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება ქართლის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. ჯიში გავრცელებულია, ძირითადად, ქართლის რაიონებში. საქართველოს გარეთ გვხვდება აზერბაიჯანში, ტაჯიკეთსა და თურქმენეთში. თავკვერისგან მზადდება ადგილობრივი მოხმარების წითელი ან ვარდისფერი ღვინოები ხილის სურნელით.

განსაკუთრებით სასიამოვნოა თავკვერისგან დაყენებული ახალგაზრდა ღვინო. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა - თავისი გავრცელების ძირითად ზონაში (გორის რაიონი) ყურძენი ოქტომბრის პირველ ნახევარში მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 19,0-21,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 7,5-8,5გ/ლ-ს. თავკვერის ყვავილები ფუნქციონალურად მდედრობითია და ამიტომ აუცილებელია გაშენდეს ორსქესიან ვაზის ჯიშებს შორის.



#3 მუჯურეთული

მუჯურეთული _ ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. გავრცელებულია, ძირითადად, რაჭის რაიონებში. ხასიათდება შაქრის დაგროვების მაღალი უნარით. მისგან დაყენებული სუფრის ღვინო მაღალი ხარისხისაა,

გამოირჩევა კარგი შეფერვით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობითა და ჰარმონიულობით. ჯიში საშუალოზე საგვიანო პერიოდისაა. რაჭა-ლეჩხუმის ზონაში ყურძენი სრულ სიმწიფეს ოქტომბრის შუა რიცხვებში აღწევს. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 25,0-30,0%-ს, ხოლო მჟავიანობა _ 6,0-7,0გ/ლ-ს. მუჯურეთულისაგან, ალექსანდროულთან ერთად, მზადდება ადგილწარ¬მო¬შობის დასახელების კონტროლირებადი, უმაღლესი ხარისხის წითელი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო „ხვანჭკარა“.





#4 უსახელოური

უსახელოური (სინ.: ოყურეშული) - ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. ძირითადად, გავრცელებულია ლეჩხუმში და გამოყენებულია მაღალხარისხოვანი, სუფრის და ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოების დასამზადებლად,

რომელიც ინტენსიური შეფერვით, მაღალი ალკოჰოლით, ჯიშური სასიამოვნო არომატით, საკმაო სხეულითა და ჰარმონიული გემოთი გამოირჩევა.

ნახევრად ტკბილი ღვინოების დასამზადებლად ყურძენი ოქტომბრის შუა რიცხვებიდან იკრიფება, მაშინ, როდესაც მასში 23,0-26,0% შაქარი და 6,0-8,0გ/ლ მჟავიანობაა. ჯიში საშუალო ან საშუალოზე საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა. რაჭა-ლეჩხუმის ზონაში ყურძენი სექტემბრის ბოლო რიცხვებში მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-26,0%-ს, ხოლო მჟავიანობა _ 6,5-9,0გ/ლ-ს.




11 views0 comments

Comentários


bottom of page